აჭარის მთავრობა - 2022 წელს აჭარაში სახელმწიფოს დაფინანსებით 2 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დამუშავდება
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონში ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავების პროგრამა წელსაც გრძელდება.
მათივე ცნობით, მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი.
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.
პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს აჭარაში 2100 ჰა ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით, უკვე დამუშავებულია 850 ჰა მიწის ფართობი.