აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ოთხ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ ოთხ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორი გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, ერთი საერთაშორისო ჰოსპიტალში, ხოლო ერთი კლინიკა „მედცენტრში“.

„82 წლის ქალს, რომელიც ​ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია, თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია.

მეორე პაციენტი 62 წლის ქალი იყო, მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სიმსუქნე.

მესამე პაციენტი 65 წლის ქალია, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. დიაგნოზები: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება.

ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა 40 წლის ქალი. მისი დიაგნოზი იყო: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.