აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარის რეგიონში მეწყერსა და ზვავის ჩამოწოლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა.

ქედაში კი სტიქიურ მოვლენებს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.