აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ​საშტორმო გაფრთხილება მოიხსნა
აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ​საშტორმო გაფრთხილება მოიხსნა

აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე ​საშტორმო გაფრთხილება მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.