აჭარაში საკარანტინო ზონა 1900-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა 2 300-ზე მეტი ადამიანიდან 1500-მდე შემცირდა.
აჭარაში სულ 25 საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.
ბოლო პერიოდში კარანტინში, ძირითადად, საქართველოს იმ მოქალაქეებს ათავსებენ, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან სამშობლოში სარფის საბაჟოს გავლით ბრუნდებიან.