აჭარაში საკარანტინო ზონა უკვე 1900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

17:11, 10.04.2020

აჭარაში საკარანტინო ზონა 1900-ზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში მყოფ მოქალაქეთა რაოდენობა 2 300-ზე მეტი ადამიანიდან 1500-მდე შემცირდა.

აჭარაში სულ 25 საკარანტინო სივრცეა მოწყობილი.

ბოლო პერიოდში კარანტინში, ძირითადად, საქართველოს იმ მოქალაქეებს ათავსებენ, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან სამშობლოში სარფის საბაჟოს გავლით ბრუნდებიან.

მსგავსი