აჭარაში კორონავირუსზე 523 პირი გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 523 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით დილიდან 50-მა პაციენტმა მიმართა. დღის განმავლობაში კორონავირუსზე ყველა მათგანს გამოიკვლევენ. ტესტების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 20 189 პირს.
კარანტინში იმყოფება 1 110 პირი, იზოლაციის სივრცეები დატოვა 8 870-მა მოქალაქემ.