აჭარაში კორონავირუსზე 523 პირი გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში კორონავირუსზე 523 პირი გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

​აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 523 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცხელების კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით დილიდან 50-მა პაციენტმა მიმართა. დღის განმავლობაში კორონავირუსზე ყველა მათგანს გამოიკვლევენ. ტესტების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 20 189 პირს.

კარანტინში იმყოფება 1 110 პირი, იზოლაციის სივრცეები დატოვა 8 870-მა მოქალაქემ.

დატოვე კომენტარი