აჭარაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 931-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ექვსმა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.
უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 105 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 35, ონლაინკლინიკაში კი 103.