აჭარაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:17, 22.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 931-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ექვსმა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 105 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 35, ონლაინკლინიკაში კი 103.

მსგავსი