აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 40 055-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ცხრის მდგომარეობა კრიტიკულია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 422 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 254, ონლაინკლინიკაში – 552.