აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:04, 19.05.2021

აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 40 055-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ცხრის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 422 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 254, ონლაინკლინიკაში – 552.

მსგავსი