აჭარაში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 82 შემთხვევა გამოვლინდა, 125 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 41 429-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 50-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ათის მდგომარეობა კრიტიკულია.
უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 331 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 232, ონლაინკლინიკაში კი 478.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აიცრა 14 008 პირი, მათ შორის 3 414 „ფაიზერით“, 3 746 „ასტრაზენეკათი“, 5 259 „სინოფარმით“, ხოლო 1 589 „სინოვაკით“.