აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 63 შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 41 521-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 32-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 317 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 242, ონლაინკლინიკაში 480.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 14 694 პირი აიცრა, მათ შორის 3 414 „ფაიზერით“, 3 900 „ასტრაზენეკათი“, 5 540 „სინოფარმით“, 1 840 კი „სინოვაკით“.