აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 63 შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 41 521-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 32-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 317 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 242, ონლაინკლინიკაში 480.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 14 694 პირი აიცრა, მათ შორის  3 414 „ფაიზერით“,  3 900 „ასტრაზენეკათი“, 5 540 „სინოფარმით“, 1 840 კი „სინოვაკით“.