აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 40 493-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 26-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 12-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 411 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 272, ონლაინკლინიკაში 548.