აჭარაში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

10:59, 24.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 შემთხვევა გამოვლინდა, 73 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 40 493-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 26-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან  12-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 411 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 272, ონლაინკლინიკაში 548.

მსგავსი