აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 43 შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 41 198-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს  354 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 249, ხოლო ონლაინკლინიკაში 519.