აჭარაში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:06, 31.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 43 შემთხვევა გამოვლინდა, 70 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 41 198-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს  354 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 249, ხოლო ონლაინკლინიკაში 519.

მსგავსი