აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონში გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, რითაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 460-მდე გაიზარდა.
კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი.
აჭარაში მკურნალობას კლინიკაში გადის 211 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში – 317.