აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

10:12, 27.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეგიონში გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, რითაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 460-მდე გაიზარდა.

კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი.

აჭარაში მკურნალობას კლინიკაში გადის 211 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში – 317.

მსგავსი