აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა, 133 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა, 133 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 32 214-ს შეადგენს. მათივე ცნობით, კლინიკა დატოვა 57- მა პაციენტმა.
ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 20-ის მდგოამრეობა კრიტიკულია. კლინიკაში მკურნალობს – 363 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 269, ონლაინ კლინიკაში – 842.
სამინისტროს ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით სამი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.