აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა, 133 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:59, 06.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა, 133 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 32 214-ს შეადგენს. მათივე ცნობით,  კლინიკა დატოვა  57- მა პაციენტმა.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 20-ის მდგოამრეობა კრიტიკულია. კლინიკაში მკურნალობს – 363 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 269, ონლაინ კლინიკაში – 842.

სამინისტროს ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით სამი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსგავსი