აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დუბლინში გასამართი ღონისძიება, დიდი ალბათობით აღარ გაიმართება
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დუბლინში გასამართი ღონისძიება, დიდი ალბათობით აღარ გაიმართება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი 15 აგვისტოს ქარდის გამართვას დუბლინში გეგმავდა, თუმცა, დიდი ალბათობით აღნიშნული ღონისძიება არ გაიმართება, რადგან ირლანდიამ საზღვრები სექტემბრამდე ჩაკეტა.

ასევე, ქვეყანაში მინიმუმ აგვისტოს ბოლომდე 5000 კაცზე მეტი ტევადობის ყველანაირი სახის ღონისძიების ჩატარებაც აიკრძალა.

ირლანდიაში აქამდე ჩატარებულმა UFC-ის ყველა საბრძოლო ღამემ სრული ანშლაგით ჩაიარა. UFC 93-ის მთავარი ბრძოლა დენ ჰენდერსონსა და რიჩ ფრანკლინს შორის შედგა. 2014 წელს UFC Fight Night-ის მთავარი დაპირისპირება კონორ მაკგრეგორსა და დიეგო ბრანდაოს შორის ჩატარდა. ბოლო ქარდი დუბლინში 2015 წლის ოქტომბერს გაიმართა.