დუბლინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე შეტაკებები მოხდა
დუბლინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე შეტაკებები მოხდა

დუბლინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

მედიის ცნობით, მომიტინგეები პიროტექნიკასა და ბოთლებს ესროდნენ პოლიციას, ასევე პოლიციელების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ.

როგორც მედია წერს, პოლიცია ფარებით აკონტროლებდა დემონსტრანტებს, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციის ერთ-ერთ ავტომობილსა და ორ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

შეგახსენებთ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე ირლანდიის დედაქალაქში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლასთან უცნობი პირი დანით დაესხა თავს მოქალაქეებს. სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი წლის ბავშვისა და ქალის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა პოლიციამ უკვე გამორიცხა ტერაქტის მცდელობა.