„აბრეშუმის გალერეაში“ მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
Silk Factory Studio-ში მოქმედ „აბრეშუმის გალერეაში“ მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 40 ნამუშევარი, ძირითადად დაზგური ფერწერული ტილოები.
მათი უმრავლესობა სხვადასხა პერიოდში სტამბოლშია შესრულებული, სადაც გოგი ჩაგელიშვილს წლების განმავლობაში კერძო გალერეა ჰქონდა.
მსურველებს გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა 15 იანვრამდე ექნებათ.