აბრეშუმის გალერეაში მხატვარ ეკა აბულაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
აბრეშუმის გალერეაში მხატვარ ეკა აბულაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

across the universe – ასე ეწოდება მხატვარ ეკა აბულაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც დღეს აბრეშუმის გალერეაში გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების კონცეფცია არის ასტრონომია. კვანტური რეალობა, როგორც ეკა აბულაძე თავის ნამუშევრებს უწოდებს, მხატვარმა ფერადოვანი გეომეტრიული ლაქების საშუალებით გამოხატა. ნამუშევრები ექვსი კონცეპტუალური ნაწილისგან შედგება, გამოფენის სათაურს კი საფუძვლად ბრიტანული ჯგუფის The Beatles სიმღერის სათაური უდევს. გამოფენა Silk Factory Studio – აბრეშუმის გალერეაში სამი დღე გაგრძელდება.

„ჩემი მუშაობის ინტერესის სფერო არის მეცნიერება, მეცნიერული კვლევები, ჩვენი სამყარო სადაც ვარსებობთ. ზუსტად ამ ინტერესის, სწავლის და შემეცნების შედეგი არის ეს გამოფენა. ეს ნამუშევრები სამყაროს ყველა მიმართულებით უსასრულობის კვლევაა – უმცირესიდან უდიდესამდე, მატერიიდან ემპირიულამდე და კიდევ ამ ყველაფრის მიღმა. ეს არის კვანტური რეალობა“, – განაცხადა პირველ არხთან ეკა აბულაძემ.