“აბრეშუმი გზის ფორუმის“ ამოცანა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა“
თბილისის აბრეშუმი გზის ფორუმის ძირითადი ამოცანა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საინტერესო დისკუსია გაიმართა.
“500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი იყო. მინდა ავღნიშნო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია მაღალი ტექნილოგიებით დაწყებული, დასრულებული ჩვენი ტრადიციული მიმართულებით, როგორიც მაგალითად ტურიზმის მიმართულებაა. დღეს ინვესტორებს მოვუწოდე ლოჯისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღონ. რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 70 მილიონ დოლარამდეა. 2 ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისისა და თბილისის მახლობლად უნდა აშენდეს. სახელმწიფო მზადაა ინვესტორს თბილისის მახლობლად 80 ჰექტრამდე, ხოლო ქუთაისის მახლობლად 60 ჰექტრამდე მიწა გადასცეს. ამასთან, საპარტნიორო ფონდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ეს არის ბიზნესგარემო, საგადასახადო გარემო და ასევე ყველა ის პროექტი, როგორცაა „აწარმოე საქართველოში“ და მასთან ასოცირებული პროექტები”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.