აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ დაჩქარებული მომსახურების ვადები ამოქმედდა
აბონენტებს, რომლებსაც საცხოვრებლის შიგნით მრიცხველის გადატანა, გაზის მილების გადაადგილება ან გაზის ახალი წერტილის დამატება სურთ, დღეიდან დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურებისთვის სტანდარტულად, განცხადების ჩაბარებიდან ოცი სამუშაო დღეა განსაზღვრული.
დაჩქარებული მომსახურების მიღება შესაბამისი ღირებულების გადახდის შემთხვევაში აბონენტებს ათ, ხუთ ან სამ სამუშაო დღეში შეუძლიათ.
სამუშაო დღეების რაოდენობა – 10 დღე, 5 დღე, 3 დღე;
გაზის მრიცხველის გადაადგილება – 550 ლარი 650 ლარი 950 ლარი;
გაზსადენის გადაადგილება – 600 ლარი 700 ლარი 1000 ლარი;
გაზის ხელსაწყოს შეცვლა/დამატება – 500 ლარი 600 ლარი 900 ლარი.