აბასთუმნის ტერიტორიაზე მეორე დღეა, სალაშქროდ წასულ შვიდ ახალგაზრდას ეძებენ
აბასთუმნის ტერიტორიაზე მეორე დღეა, შვიდ ახალგაზრდას ეძებენ. ისინი ნაკრძალში სალაშქროდ იყვნენ წასული.
მათი კვალი გუშინ დილით დაიკარგა, როცა ახალგაზრდებს ოჯახის წევრები ვერ დაუკავშირდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის მონაკვეთზე სამძებრო სამუშაოები მეორე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია 40 მეხანძრე-მაშველი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საფრენ აპარატებს – დრონებსაც იყენებს. ამასთან, მეხანძრე- მაშველებს უკვე რეინჯერებიც ეხმარებიან. სამძებრო ღონისძიებებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს 30 რეინჯერია ჩართული.