მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად 2024 წლის პირველ ნახევარში დასრულდება
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად 2024 წლის პირველ ნახევარში დასრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, დავით ტაბიძემ აბასთუმანში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, აბასთუმანში დაგეგმილი პროექტები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს აბასთუმანი გახდეს მწვანე და ძალიან მნიშვნელოვანი კურორტი ქვეყანაში.

„პროექტი, რომელიც დღეის მდგომარეობით ჯერ ფონდს კონტრაქტზე არ აქვს, არის ძალიან საინტერესო როშას პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ეს არის ერთადერთი ცენტრალური პარკი აბასთუმნის ტერიტორიაზე. ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რამდენიმე წლის წინ ობსერვატორიის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განახორციელა. ამჯერად უკვე მივადექით ახალი ტელესკოპის მონტაჟს, აგრეთვე ციფრული მუზეუმის გაკეთებას ამ რეაბილიტირებულ შენობაში. რაც შეეხება დასრულებას, ჩვენი მოსაზრებით, 2024 წლის პირველ ნახევარში აბასთუმანში სრულად მოვრჩებით საქმიანობას, ვინაიდან მწვანე და ლურჯი კორიდორების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. აბასთუმნის ცენტრის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ვფიქრობთ, მალე დავასრულებთ, ისევე როგორც აბასთუმნის შესასვლელში დიდ პარკინგს. დღეის მდგომარეობით, მიმდინარე კონტრაქტები ფონდს აქვს სადღაც 70 მლნ ლარის, რაც მიმდინარე სამუშაოებია. წლების წინ 20-30 მლნ ლარი უკვე დახარჯული აქვს სახელმწიფოს აბასთუმანში სხვადასხვა ობიექტზე სამუშაოების განხორციელებისთვის“, – აღნიშნა დავით ტაბიძემ.