აბაშვილის ქუჩაზე დაკვამლიანების შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო
სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე დაკვამლიანების შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო, – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ორი ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
აბაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 40 კვადრატული მეტრის ფართობი.
უწყების ცნობით, ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.