აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა
აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ტურნირი ერთდღიანი იყო და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროგრამაში ისინდი, ცხენბურთი და დოღი იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულ გუნდებს და ცხენოსნებს ფულადი ჯილდოები და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. ჩემპიონატი კი, 19-20 სექტემბერს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართება, სადაც გამარჯვებული სპორტსმენები პირველობისთვის იბრძოლებენ.
შეჯიბრების კოორდინიტარია საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია, ხოლო სპორტული შეჯიბრის მხარდამჭერია აბაშის მუნიციპალიტეტის მერია.