აბაშაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ბრიფინგი გაიმართა
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებების ანგარიში წარმოადგინა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონების 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში საკარმიდამო ნაკვეთების, ტყის მასივების და სოფლების პერიმეტრზე შეწამვლა მოხდა. პირველ ეტაპზე, საერთო ჯამში 160 ათასი ჰა. ფართობია დამუშავებული, მაშინ როდესაც შარშან მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში სულ 110 ათასი ჰა. შეიწამლა.
ზურაბ ჩეკურიშვილის თქმით, სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ შარშან სულ 15- მდე სპეცტექნიკა ჰყავდათ, წელს ტექნიკის რაოდენობა გაათმაგდა.
ხვალ იწყება ფაროსანასთან ბრძოლის ახალი ეტაპი. დამუშავდება სიმინდის ყანები და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენებენ ავიაციასაც. ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ ფაროსანას გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და მავნებლის რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა.
ხვალიდან შეწამვლის ახალი ეტაპი იწყება.