თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ლელა ვეფხვაძემ ამ დღის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა – „სალაღობო“ შეასრულა. ლელა ვეფხვაძის ეს სიმღერა ფონად გასდევს კადრებს, რომელიც 30 წლის წინ არის გადაღებული.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.