9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს
9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიის მოძღვარმა, მამა ელიზბარმა გადაიხადა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ პოლიტიკოსები და მოქალაქეები.
ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.