დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსმა სამხედროებმა ვენესუელა დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსმა სამხედროებმა ვენესუელა დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსების გასვლის შესახებ მოსკოვს ვაშინგტონისთვის არ უცნობებია და რუსი სამხედრო სპეციალისტები ვენესუელაში მუშაობას აგრძელებენ.
3 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „თვიტერში“ დაწერა, რომ რუსეთმა სამხედროების უმრავლესობა ვენესუელიდან უკვე გაიყვანა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს ვენესუელის მხარდაჭერას სამხედრო-ტექნიკური დახმარების გრძელვადიანი პროგრამის მიხედვით.