გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში გამოიწვიოს ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.