6 და 7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება

14:29, 05.12.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში გამოიწვიოს ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

მსგავსი