კალათბურთი 3X3 - საქართველო 12-21 არგენტინა | ახალგაზრდული ოლიმპიადა [ვიდეო]
ბუენოს აირესის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს საკალათბურთო 3X3 ნაკრებმა, რომელმაც მასპინძელ არგენტინასთან, მეოთხედფინალში, 21:12 წააგო.
მეოთხედფინალურ შეხვედრამდე, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელებმა, იორდანიის, თურქმენეთის და ჩინეთის ნაკრებები დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.
მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველომ თავისი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა. ქართულ დელეგაციას არგენტინის დედაქალაქში, ამ ეტაპზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.