საქართველომ 3x3 კალათბურთში იორდანია დაამარცხა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა
საქართველომ 3x3 კალათბურთში იორდანია დაამარცხა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა, ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, იორდანიის ნაკრები – 21:4 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელები შეხვედრის დაწყებისთანავე დომინირებდნენ და ინიციატივა ხელიდან არც ერთ მომენტში არ გაუშვიათ.

გამორჩეულად კარგად ითამაშა ლუკა მაზიაშვილმა, რომელმაც მაყურებელს თავი ზუსტი შორეული ტყორცნებით და ფარისკენ ეფექტური შესვლებით დაამახსოვრა. მთლიანობაში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ფარზე ორთაბრძოლებს ხშირად იგებდა ლაშა მიქელაძე. საბოლოო ჯამში, შეხვედრა დროზე ორიოდ წუთით ადრე დასრულდა, რადგან ქართველებმა 21 ქულა გააკეთეს.

საქართველოს ღირსებას 3×3 კალათბურთში ოთარ პერტაია, ლუკა მაზიაშვილი, ზურაბ ჟღენტი და ლაშა მიქელაძე იცავენ.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ შეხვედრაზე, რომელიც სლოვენიის წინააღმდეგ უნდა გამართული, საქართველოს ნაკრები არ გამოცხადდა.