საქართველოს 3x3 კალათბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრაზე არ გამოცხადდა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა
საქართველოს 3x3 კალათბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრაზე არ გამოცხადდა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა

დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრებს სლოვენიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა გუნდი შეხვედრაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო არ გამოცხადდა.

ტურნირის ოფიციალური არხის კომენტატორმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს გამოუცხადებლობის გამო წაგება ჩაეთვალა. ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ თამაში დასრულებულია, საქართველო კი პირველი შეხვედრიდან დისკვალიფიცირებულია.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, თამაშზე არ გამოცხადების მიზეზი გუნდის მხრიდან ავტობუსზე დაგვიანება იყო.

საქართველოს ნაკრების მომდევნო შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე, იორდანიის წინააღმდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ცალკე სახეობად პირველად არის წარმოდგენილი 3×3-ზე კალათბურთი.