საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ზამთრის სახეობებში 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა

22:02, 30.07.2019

გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია, 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე, „ევრობასკეტის“ მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება.

„გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია, 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები.

მინდა, მივმართო ქართველ ახალგაზრდებს და საზოგადოებას – როდესაც ქართველი ერი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი