საქართველოს 3x3 კალათბურთელთა ნაკრებმა თურქმენეთი დაამარცხა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა [ვიდეო]

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა, ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე – ოთარ პერტაიას, ლუკა მაზიაშვილის, ზურაბ ჟღენტისა და ლაშა მიქელაძის ოთეულმა, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თურქმენეთი დაამარცხა.

ანგარიში ორქულიანით პერტაიამ გახსნა და საქართველოს უპირატესობა საფინალო სირენამდე არ დაუკარგავს. საბოლოოდ მატჩისთვის განკუთვნილი ათიწუთის შემდეგ ტაბლოზე 11-ქულიანი უპირატესობა –  20:9 დააფიქსირეს.

ამ გამარჯვების შედმეგ საქართველოს ნაკრობს სამ შეხედვრაში ორი გამარჯვება დაუგროვდა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ხუთგუნდიანი ქვეჯგუფიდან პლეიფში ორი გუნდი გადის. ორიდან ორი მოგებით ჯგუფს სლოვენია ლიდერობს, ამდენივე მოგება ოღონდ სამ შეხევდრაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაკრებს აქვს მოპოვებული. ერთი გამარჯვება ოღონდ სამ შეხევდრაში აქვს თურქმენეთის ნაკრებს, იორდანიამ კი სამიდან სამივე მატჩი წააგო და სლოვენიასთნ გასამართი ბოლო მატჩისთის უმოტივაციოდაა.

შეგახსენებთ რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან შეხევდრაზე დაგვიანების გამო ვერ გამოცხადდა და გამარჯვება ბალკანელებს დარჩათ, მეორე ტურში კი ჩვენმა გუნდმა იორდანია 21:4 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრები, ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრას, უშუალო კონკურენტ ჩინეთთან გამართავს და დიდი ალბათობით, პლეიოფის მეორე საგზურიც სწორედ ამ შეხევდრაში გათამაშდება.

საქართველო ჩინეთის მატჩი 19:55-ზეა ჩანიშნული. ჩვენს ქვეჯგუფში დღეს ამ მატჩის გარდა კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. ჯგუფის ლიდერი სლოვენია 18:30 იორდანიას, 20:45 კი თურქმენეთს შეხვდება.

მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველომ თავისი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირა. ქართულ დელეგაციას არგენტინის დედაქალაქში, ამ ეტაპზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.