ბაღდათში „ლიბერთი ბანკის“ ბანკომატი გაქურდეს. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის თანხა გაიტაცეს ბანკომატიდან, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით წაღებულია დაახლოებით 2 000 ლარი.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა.