5 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 47 949 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 7 009 ადამიანი.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა.