საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 074 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 074 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 648 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 912, პისიარტესტით –11 736.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,85 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,33 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,27 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 47 949 ადამიანი, დღიურად აცრილია – 2 564.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 315 913 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 296 532 გამოჯანმრთელდა, 4 207 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 289 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 744 პირი.

ამასთან, 4 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 206 პაციენტი გამოჯანმრთელდა.