ხარკოვში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო 31 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
მსხვერპლთა შორის 14 წლის მოზარდიც არის, რომელიც საბავშვო მოედანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა. დაშავებულია 80 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 22 ბავშვია.
ცნობისთვის, გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვი ხუთჯერ დაბომბეს, ერთ-ერთი ბომბი 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.