28 მაისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, ადამიანების კოსმოსში გაგზავნას კერძო კომპანია ეცდება
მიმდინარე წლის 28 მაისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კერძო კომპანია ადამიანების კოსმოსში გაგზავნას ეცდება. აღნიშნული კომპანია ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის „სფეის იქსია“.
28 მაისს თბილისი დროით 00:33 საათზე რაკეტამზიდ „ფალკონ -9“-ს და ხომლად „ქრიუ დრაგონს“ აშშ-ში მდებარე კანავერალის კონცხიდან გაუშვებენ. ხომალდის ბორტზე დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იქნებიან.
თუ ეს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, მაშინ საერათშორისო კოსმოსურ სადგურებზე ასტრონავტებს უკვე მასკის კომპანია და ხომალდი ჩაიყვანს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსთან“ ასტრონავტების გადაყვანის შესახებ კონტრაქტი გაწყდება. აღნიშნული კონტრაქტით, „როსკოსმოსმა“ ბოლო ცხრა წლის განმვალობაში 4 მილიარდი დოლარი მიიღო.
როგორც „ბიბისი“ წერს, მასკის ხომალდით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება „ადამიანების კოსმოსში გადაყვანის სფეროს კომერციალიზაციისკენ პირველი ნაბიჯი იქნება, რაც გზას გაუხსნის ე.წ. კოსმოსურ ტაქსებსა და ტურიზმის განვითარებას“.
კანავერალის კონცხიდან „სფეის იქსის“ ხომალდის გაშვების პროცესს ნასა პირდაპირ ეთერში აჩვენებს. როგორც იუწყებიან, აღნიშნულ პროცესს თვალს მიადევნებენ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.