საბრძოლო ხელოვნების სამყაროში ახალი ტრაგედია მოხდა. 26 წლის ირანელი საიდა ალეტაჰი კიკბოქსინგში ორთაბრძოლისას მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
როგორც Daily Star წერს, საიდა სამოყვარულო დონეზე იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით, მაგრამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეპყრობოდა. მორიგი ბრძოლა მის კარიერაში ტრაგედიით დასრულდა – ის საუთჰემპტონის კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.
ექიმებმა ვერ შეძლეს ალეტაჰის დახმარება და ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
საიდა ინგლისში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, თუმცა, ირანში დაიბადა. ამიტომაც ის ვარჯიშებზეც და ბრძოლების დროსაც ჰიჯაბს იხურავდა.